ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ დღეს 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს
FaceBook
ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები კენჭს დღეს უყრიან.

აღმასრულებელი ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს დასამტკიცებლად დღევანდელ სხდომაზე წარუდგენს.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის პროგრამულ კენჭისყრას მოითხოვს. "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მხოლოდ სოციალურ პროექტებს დაუჭირონ მხარი, რაც შეეხება მთლიან დოკუმენტს, ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიცია დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

"ფაქტია, რომ ეს ბიუჯეტი დაბრუნების გარეშე ვერ დაკორექტირდება და თუ დაკორექტირდა, მაშინ ან დაგეგმვის პროცესშია ვიღაც დასაჭერი, ან შესრულების პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ ან დაგეგმვის დროს დაუშვა ვიღაცამ შეცდომა და უნდა დაიჭირონ, ან როცა შეცვლიან და როგორც შეცვლიან, მაშინ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ეს არის ციფრებით მანიპულირება", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბესო ბრეგაძე.

ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს მერია. საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით იზრდება და პროექტში შეუსაბამობები არ არის.

"როგორ არის ციფრებით მანიპულირება, როცა მხოლოდ გადასახადებთან მიმართებაში გვაქვს 7 მილიონიანი ზრდა, პრივატიზაციის კუთხით გვაქვს 2 მილიონიანი ზრდა, მანიპულირებას სად ხედავენ, არ ვიცი. თუ შევადარებთ 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს, 2022 წლის ბიუჯეტი იზრდება 29 მილიონი ლარით. დადგენილების პროექტში არანაირი შეცდომა, არანაირი შეუსაბამობა არ არის, ეს არის მაქსიმალური ყურადღებით გაკეთებული დოკუმენტი", - ამბობს დავით ნიშნიანიძე.

ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დასამტკიცებელი ვარიანტი 89 876 000 ლარია. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“
კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო
განხილვა ქუთაისში შედგა.
17:19 / 22.04.2024
„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში შედგა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.