ახალი ამბები
ქუთაისის მერია COVID-19-ით გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია  კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების დაკრძალვისათვის  ტენდერს აცხადებს.
32 500 ლარის ღირებულების  სახელმწიფო შესყიდვაზე  (NAT210025138) წინადადების მიღება 31 დეკემბრს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია  COVID-19 გარდაცვლილი ქუთაისში რეგისტრირებული მოქალაქეების დაკრძალვისა და სარიტუალო მომსახურების  ხარჯებს გაიღებს. 

სარიტუალო მომსახურება მოიცავს:

ახალი კორონავირუსის (COVID-19) შედეგად გარდაცვლი ქუთაისში რეგისტრირებული მიცვალებულის გვამის ჩანთაში ჩასვენებას, გარდაცვალების ადგილიდან გადმოსვენებას შემსყიდველის დავალებით განსაზღვრულ ადგილას, გვამის განთავსების ადგილას ატანას შემდგომი დავალებით სასახლეში ჩასვენებას, დაკრძალვის დღეს ჩამოსვენებას, კატაფალკაში შესვენებას. ავტოკატაფალკით მომსახურებას;

აუცილებლობის შემთხვევაში გვამის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას და ექსპერტიზის ბიუროდან გადმოსვენებას, განსაზღვრულ ადგილზე ტრანსპორტირებას;

მიმწოდებლი  ანუ გამარჯვებული ორგანიზაცია ვალდებულია COVID19 ვირუსის შედეგად გარდაცვლილისთვის სარიტუალო მომსახურების გაწევის პროცესში მონაწილე მომსახურე პერსონალი აღჭურვოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების საშუალებებით;

ასევე, ვალდებულია მომსახურების ღირებულებაში გაითვალისწინოს COVID19 ვირუსის შედეგად გარდაცვლილი მიცვალებულის ჩასადები გვამის ჩანთის, რეინჯერების და ავტოკატაფალკის მძღოლის ეკიპირების ღირებულება;

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გარდაცვლილის სასახლის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემსყიდველის (ანუ მერიის) მოთხოვნის შემთხვევაში. გარდაცვლილის პატრონის მოთხოვნით, საკუთარი სახსრებით, ძვირად ღირებული სასახლის შეძენის შემთხვევაში არ მოხდება სასახლის ღირებულების ანაზღაურება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც
45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ეხმიანება.
11:30 / 26.04.2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს, რომელიც 45-ე დღეა გრძელდება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.