ახალი ამბები
ვერტყვიჭალაში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
FaceBook
ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში, მაგისტრალის მშენებლობაზე დროებითი სამშენებლო საამქროს კონსტრუქციის ჩამონგრევის დროს დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა და ერთი გარდაიცვალა. სამი დაშავებული ადამიანი ექიმებმა უკვე გაწერეს, დანარჩენები კი ქუთაისის, ზესტაფონის და თერჯოლის საავადმყოფოებში მკურნალობენ.

22 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინის არმატურის საამქრო ჩამოინგრა.ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა შვიდი საქართველოს და სამი ჩინეთის მოქალაქე.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მიზეზი რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვერტყვიჭალაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ათი დაშავებული, ერთი გარდაცვლილი - ვერტყვიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია

ხარაგაულში სამშენებლო კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

შსს-მ ვერტყვიჭალაში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო

ხარაგაულში არმატურის საამქრო ჩამოიშალა - არის მსხვერპლი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.