ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით შიმშილობის აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან.
ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე წევრი თბილისში პარლამენტის წინ კარავში შიმშილობს.

"ათი ადამიანია ქუთაისიდან ვინც შიმშილობს, დღესაც აპირებენ წასვლას და ხვალაც, რა თქმა უნდა '',
-  განმარტავენ "ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის ორგანიზაციის პრესსამსახურში.

21 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უვადო, მასობრივი შიმშილობა დააანონსა.

ნიკა მელიას თქმით, შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. იგი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელე იმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი ერთ თვეზე მეტია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.