ახალი ამბები
წყალტუბოს განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  წყალტუბოს  ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების საპროექტო  მომსახურებაზე ტენდერი გამოაცხადა. 

600 000 ლარის ღირებულების სახლემწიფო შესყიდვაზე  (CNT210000032) წინადადების მიღება მომდევნო წლის 26 იანავრს იწყება და ხუთ დღეში დასრულება. 

ამ მომსახურებით,  სამინისტრო წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების მომსახურებას ყიდულობს, რომელიც წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის შესაბამისი  უნდა იყოს.  

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხედვა: 

შესამუშავებელი დოკუმენტაციისა და სამუშაოთა საერთო მასშტაბი;

რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლები; 

დაგეგმილ სამუშაოთა საერთო ჩამონათვალი, საჭიროება და ეტაპობრიობა;

საკვლევ-საძიებო, საპროექტო და ტექნიკურ სამუშაოთა შესრულების დეტალური მეთოდიკა და მონაცემთა დამუშავების სიზუსტე;

ქალაქ წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების კონტექსტში, ზოგადად ქალაქისა და სპა კურორტის განვითარების მიზანი, ამოცანები, სტრატეგია. 

ასევე, დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილება. 

მთავრობამ წყალტყბოს განვითარების გეგმა ჯერ კიდევ 2019 წელს წელს დაანონსა, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის სანატორიუმებს შეიძენდა. თუმცა, დაპირებიდან ორი წლის შემდეგ არც აღორძინებული წყალტუბოა და არც ქალაქის განვითარების ზუსტი გეგმა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.