ახალი ამბები
რამდენი ტურისტი სტუმრობდა ქუთაისს პანდემიურ 2021 წელს - ტურიზმის ცენტრის სტატისტიკა
FaceBook
ტურისტების რაოდენობა  ქუთაისში წინა წელთან შედარებით უკეთეს ნიშნულზეა, თუმცა ბევრად ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს. 

ამაზე სტატისტიკა მიუთითებს, რომელსაც ქუთაისის ტურიზმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტურიზმის ცენტრები აწარმოებენ.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით,  2021 წელს აპრილიდან (როცა გაიხსნა ცენტრები) დეკემბრის დღევანდელი მდგომარეობის ჩათვლით, ქუთაისის ტურიზმის ცენტრი და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტურიზმის ცენტრი მოემსახურა ჯამში 4 809 ტურისტს.

2019 წელს ორივე ტურიზმის ცენტრმა 24050 ტურისტი მიიღო. ეს 19 241 ვიზიტორით მეტია 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2020-ში მხოლოდ იანვარსა და თებერვალში, ვიდრე პანდემიის გამო დაიკეტებოდა საზღვრები ქუთაისს  ორ თვეში 1682 ტურისტი ეწვია.

საქართველოს მასშტაბით, ნოემბრის თვის ტურისტული სტატისტიკა იმედის მომცემია, თუმცა ისიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის ტურისტეულ სტატისტიკას.  გასული თვის განმავლობაში საქართველოში სულ 166 565 ვიზიტორი იმყოფებოდა.

ეს წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია, თუმცა ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით კვლავ დაბალ ნიშნულზეა, რადგან 2019 წლის ნოემბერში საქართველოს 543,000 ვიზიტორი სტუმრობდა. თუკი 2019 წელს შევადარებთ ნოემბრის მონაცებს, დავინახავთ, რომ ის 69.3%-ით უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით 30.7%-ით აღდგა.

ეროვნულმა ბანკმა გამოქვეყნებული  ფინანსური შეფასების თანახმად,  ნოემბერში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა 111 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 760%-ით მეტია.

ჯამურად, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო. მათ შორის შემოსავალი პიკური შემოსავალი ივლისში იყო და $205 მილიონს შეადგენდა.

ნოემბერში TOP-ქვეყანების ათეული საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ ასე ნაწილდება:

1. თურქეთი - 32 577 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 83%

2. რუსეთი - 23 424 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 518%

3. სომხეთი - 19 291 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 127%

4. საქართველო (არარეზიდენტი) - 15 112 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 230%

5. ისრაელი - 12 029 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12051%

6. უკრაინა - 8 698 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 639%

7. აზერბაიჯანი - 8 064 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 107%

8. ყაზახეთი - 5 148 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 869%

9. საუდის არაბეთი - 4 573 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 457200%

10. უზბეკეთი - 4 156 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 133%;

კოვიდპანდემიის გამო   საქართველოს საზღვრები  2020 წლის მარტში ჩაიკეტება, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარე წლიდან გაიხსნა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.