ახალი ამბები
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
FaceBook
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე აანთეს.
ნაძვის ხე, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის გუნდის მიერ შესრულებული სიმღერის ფონზე აინთო.

დამდეგი 2022 წელი მოქალაქეებს ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიულოცა, რომლემაც დაანონსა, რომ 2023 წლისათვის ქალაქს ახალი მთავარი ნაძვი ხე ექნება.

"ამ ნაძვის ხის ბოლო წარდგომაა თქვენს წინაშე. ეს ნაძვის ხე სხვა ადგილს დაიკავებს. ჩვენ კი ახალი ნაძვის ხით შევხვდებით 2023 წელს", - მიმართა ქალაქის მერმა.

ქალაქის მთავარი ნაძვის ანთების ცერემონიალი ცენტრალურ მოედანზე კონცერტით გრძელდება, სადაც თბილისიდან მოწვეული მომღერლები მონაწილეობენ.

საახალწლო გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც გაიმართება, სადაც ადგილობრივი მუსიკოსები დაიკავებენ სცენას. აღნიშნულ კონცერტზე მერია 30 000 ლარს დახარჯავს.

ჯამში, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 358 110 ლარი დაიხარჯება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.