ახალი ამბები
"მიტროპილიტი ქოცებთან ერთად ანადგურებს გელათს და სიმწრით აღდგენილ ბაგრატს"
FaceBook
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანეს  დღევანდელ განცხადებას ციხიდან ეხმაურება.

"დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა.

მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღვადგინე და ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის და არაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად.

დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში. მათ შორის ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან. საქართველოს ეკლესიის ძირითადი შემადგენლობა პატრიოტებისა და პატიოსანი სასულიერო პირებისგან შედგება და მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხმას აიმაღლებენ,

როგორც რუსული ცილისწამებისა და სადამსჯელო ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ პატრიარქისა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში!", - წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეიბუქგვერდზე.

დღეს მეუფე იოანემ ეროვნულ შერიგებაზე განაცხადა, რომ ვიდრე სინანული არ იქნება შენდობაც არ იქნება. 

მეუფის განცხადება უფრო ვრცლად ნახეთ  აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.