ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტულ ლოგოზე მესამედ კონკურსს 2016 წელს გამოაცხადებს
FaceBook
დგილობრივმა თვითმმართველობამ  ლოგოს შესარჩევად კონკურსი პირველად მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა.

ქუთაისის მერია ქალაქის ტურისტული ლოგოს და სლოგანის შესარჩევ კონკურს მესამედ მომავალ წელს გამოაცხადებს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მესამედ კონკურსი 2016 წლის იანვარში გამოცხადდება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად კონკურსი პირველად მიმდინარე წლის ივლისში გამოაცხადა. საკონკურსო კომისიამ მაშინ ქალაქის ტურისტული ლოგო მოიწონა. თუმცა, კომისიის მიერ მოწონებულ ლოგოზე საზოგადოების აზრთა სხდასხვაობის გამო, კონკურსი მეორედ გამოაცხადა.  მერიამ მეორედ გამოცხადებულ საკონკურსო პირობებში ცვლილებები განახორციელა. თუმცა,  მეორე ჯერზე გამოცხადებული კონკურსიც ჩაიშალა.

ცვლილებების თანახმად, გაორმაგებული იქნა კონკურსში გამარჯვებული მონაწილისთვის თანხის ოდენობა, რომელიც 900 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზარდა. ასევე, საჯარო გახდა კონკურსანტების მიერ წარდგენილი სლოგანები და ლოგოები. მესამე ცვლილება, კონკურსში მოქალაქეების ჩართულობას შეეხებოდა.



ამავე თემაზე: 

ქუთაისის მერმა ქალაქის ტურისტული ლოგო არ დაამტკიცა

ქუთაისს ახალი ლოგო აქვს

ქუთაისს ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შექმნისთვის მერიამ კონკურსი გამოაცხადა


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.