ახალი ამბები
შსს-მ ჭიათურაში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ჭიათურის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი მედეა მოდებაძე ამბობს, რომ მერიის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოდებაძე, განმარტავს, რომ მას ხელი კაბინეტში ჰკრეს, მას შემდეგ რაც მერიაში მივიდა, რათა გაეგო ემუქრებოდა თუ არა იანვრიდან სამსახურიდან გათავისუფლება.

"წამოვიდა პირდაპირ, შეგნებულად, სადაც ვიჯექი და მითხრა, აქ რატომ ზიხარ შენ, მე არ ვიცი შენი სამუშაოო, ძალიან უხეშად. დამავლო ხელი და გადიო. მე ვუთხარი, არაფერს ვაშავებ, რა გინდათ ჩემთან-მეთქი'',
- ამბობს მედეა მოდებაძე.

ჭიათურის მერიის პრესსამსახურში მომხდარზე  კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია თანამდებობაზე რჩება თუ არა პირი, რომელსაც თანამშრომელი ცემაში ადანაშაულებს.  



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.