ახალი ამბები
კონკურსი მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობაზე - ვინ არიან კანდიდატები
FaceBook
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე, სადაც კონკურსია გამოცხადებული ამ დროისთვის რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენა სურს ამჟამინდელ ხელმძღვანელს კოტე აბაშიძეს. ასევე, ასევე სახელდება, ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ჩალაძე, რეჟისორი - საბა ასლამაზიშვილი და რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, რომელსაც ქუთაისელი პუბლიკა გახმაურებული დადგმით „ჰეკაბეთი" იცნობს.

კულტურის სამინისტროში კონკურსანტების წარდგენის ვადა 22 დეკემბრამდეა შესაძლებელი. შესაბამისად, შესაძლოა მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კანდიდატთა სია კიდევ გაიზარდოს.

თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძეა, რომელიც კონკურსის გზით, 2017 წელს აირჩიეს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე რეჟისორი გიორგი სიხარულიძე შეცვალა.

რაც შეეხება, კონკურსის პირობებს,  კულტურის სამინისტროსათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ:

- თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან

- თეატრალური, ან მუსიკალური (ოპერისა და ბალეტის თეატრის შემთხვევაში) საქმიანობით დაკავებული პირებისაგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით;

კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რომელშიც, სხვებს შორის, უნდა ახსნას, თუ როგორ ხედავს ის თეატრის განვითარებას; თეატრის გარედან მოწვეული ქართველი და უცხოელი რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლების შეთავაზებას საზოგადოებისათვის; თეატრის მეშვეობით ახალგაზრდა მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგების, თეატრის მხატვრებისა და სხვა პროფესიონალების ხელშეწყობას; თეატრის მონაწილეობას მოცემული ქალაქისა და რეგიონის კულტურულ და სოციალურ განვითარებაში და სხვა. 

თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც კანდიდატი სახელმწიფოს წინაშე იღებს ვალდებულებას.

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შერჩევა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს მიზანია.

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შერჩევა.

საბჭო ასევე  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს დასანიშნად კანდიდატებს წარუდგენს.

ისინი მინისტრის მითითების შემთხვევაში, პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების მიერ სამუშაო გეგმისა და სამოქმედო პროგრამის შესრულების მონიტორინგს განახორციელებენ.

საბჭო შედგება 7 წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.