ახალი ამბები
ქუთაისში "ოცნებამ" საკრებულოდან გასული დეპუტატი უკან დააბრუნა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ, დეპუტატი, რომლის წარმომადგენლობითი ორგანოდან გასვლის გამო ქვორუმი ვერ იკრიბებოდა, უკან დააბრუნა.

ბექა მახარაძემ, რომელმაც დეპუტატის მანდატი პირველივე სხდომის შემდეგ დატოვა, განაცხადა, რომ საკრებულოს წევრობაზე უარს აღარ ამბობს. ასე უპასუხა მმართველმა გუნდმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც თვითმმართველობის შენობაში მივიდნენ, მაგრამ სხდომაზე არ შევიდნენ და პროცესის ჩაშლას ასე შეეცადნენ. 

უმრავლესობა მომხდარს უპასუხისმგებლობას უწოდებს, ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს პროცედურული ომია.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ სხდომაზე არდასწრების გამო, ქვორუმი ვერ იკრიბებოდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც საკრებულოდან გასულმა ბექა მახარაძემ წარმომადგენლობით ორგანოში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა. სხდომა ამ წუთებში დაიწყო, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრება.

ბაქარ მახარაძე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობამდე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო. საკრებულოში შესვლის შემდეგ მან მანდატზე უარი თქვა და ისევ მერიაში დაბრუნდა, თუმცა, დღეს, იმისთვის, რომ ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში უმრავლესობამ სხდომების ჩატარება შეძლოს, გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია. 

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის საკარებულოში 35 დეპუტატია წარმოდგენილი. "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ჰყავს, ოპოზიციას - ორი.

ამავე თემაზე:

უთაისის საკრებულო ქვორუმის არარსებობის გამო სხდომას ვერ იწყებს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.