ახალი ამბები
2016 წელს ქუთაისის მერია შსს-ს აღარ დააფინანსებს
FaceBook
ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქალაქის მერია სამაშველო-სახანძრო სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ დააფინანსებს.
ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამაშველო-სახანძრო სამსახური 1 200 000 ლარამდე თანხით დაფინანსდა.

ირაკლი ავალიანი განმარტავს, რომ გამოთავისუფლებული თანხები ძირითადად, სოციალურ სფეროსა და ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

ამის შესახებ, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს არასამთავრობო სექტორთან 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე განმარტეს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერიამ ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა.

შეხვედრას, რომელიც 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო, მხოლოდ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ფონდი "სოხუმი", ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობა და კოალიცია ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტი 50 597 500 ლარით განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.