ახალი ამბები
ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნობათებს დაურიგებს
FaceBook
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ქუთაისის მერია საახალწლოდ ტრადიციული ნობათით უმასპინძლდება.
გაყინული ქათამი, ზეთი, შაქარი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, რძე, კარაქი, ღვინო და შოკოლადის კანფექტი - ესაა ის "მრავალფეროვანი" სასაჩუქრე კალთა, რომელიც ქალაქში რეგისტრირებული 4 000 -მდე შეჭირვბული ოჯახი მიიღებს.

ქუთაისის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისგან შედგება.

"ესენი არიან მოწყვლადი ჯგუფი მარტოხელები, შშმ პირები, ისინი ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება'',- ამბობს ვარლამ გობეჯიშვილი.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ჯერჯერობით არ იციან საიდან მოხდება პროდუქტის გაცემა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ფორმით წლებია გაჭირვებლი ოჯახებზე "ზრუნავს" და თითქმის უცვლელ მენიუს და ასევე, უცვლელ რაციონს სთავაზობს სოციალურად დაიცველ ოჯახებს. 

მერიამ ამ მოსახურებისათვის სახელმწიფო შესყიდვა  (NAT210020404) გამოაცხადა, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საახალწლო ნობათების გადაცემის ვალდებულება შპს "კვებამ" 197 960 ლარის სანაცვლოდ აიღო. 

დოკუმენტის მიხედვით, სურსათი ხარისხიანი უნდა იყოს, რომლის ვარგისიანობა 20 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ სადღესასწაულო ნობათების გაცემა 25  დეკემბრიდან დაიწყება და  ოთხ დღეში დასრულდება.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.