ახალი ამბები
აქტივისტი, რომელმაც ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო, პოლიციამ დააკავა
FaceBook
აქტივისტი, რომელმაც ქუთაისის  მეშვიდე მოწვევის პირველი საკრებულოს სდომის წონ საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მოაწყო, პოლიციამ დააკავა.

როგორც შსს-ში მიუთითებენ სამოქალაქო აქტივისტი ზალიკო კუხიანიძე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. 

მოქალაქე ზალიკო კუხიანიძემ ქუთაისის ადმინისტრაციული შენობის წინ რამდენიმე მესიჯი გააჟღერა "კარუსელი 41 ლარიდან", "ხმის ქურდებს სიცოცხლე", „გაბათილება ჩემზე იყოს“ და განაცხადა, რომ საკრებულო არალეგიტიმურია. 

მან მერიის შენობაში შესვლა სცადა, რისი საშუალებაც ადგილზე მობილიზებუილმა პოლიციამ არ მისცა. იგი ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

მანამდე კუხიანიძემ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა. 

"მე პირადად ვნახე და მთელმა ქუთაისმა ნახა როგორ გაყალბდა არჩევნები ქუთაისში... ქართული ოცნების ყველა დეპუტატი ვინც საკრებულოში ზის არალეგიტიმურია, იმიტომ რომ მათ ხმები მოიპარეს"- , განაცხადა კუხიანიძემ.

მისი თქმით იგი ცესკოს თანამშრომელია. 

ახალი მოწვევის საკრებულო დღეს, 3 დეკემბერს, პირველად შეიკრიბა.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

მმართველმა პარტიამ საკრებულო ძველი სახეებით დააკომპლექტა. დეპუტატების უმრავლესობა მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრია. სავარაუდოდ, მოქმედი თავმჯდომარე გააგრძელებს ახალი მოწვევის საკრებულოს ხელმძღვანელობასაც.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი საპროტესტო მარშები
გაუქმდა.
11:03 / 19.03.2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალების გამო, დაგეგმილი საპროტესტო მარშები გაუქმდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II
სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ — შესაბამისი გადაწყვეტილება
წმინდა სინოდმა მიიღო.
16:07 / 18.03.2026
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ — შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.