ახალი ამბები
თანხების გაფლანგვის საქმე - დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება
FaceBook
თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზე ჩატარდება.

მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანა, ჯერ უცნობია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არ გადაყვანის საფუძველი არ არსებობს.

როგორც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, 1-ელ დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, მისი მთავარი და უპირობო ამოცანაა, რომ წარდგეს ქართველი ხალხის წინაშე .

"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად სისუსტისა, რომელიც აღენიშნება, ის ამჯერადაც ღირსეულად წარდგება ხალხის წინაშე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მხარდაჭერა, ეს მას ფიზიკურად და მორალურად ეხმარება, ამიტომ ყველას სთხოვა, ვინც მას გულშემატკივრობს, რომ სასამართლოსთან შეიკრიბონ“, - განაცხადა გვარამიამ. როგორც გვარამიამ განაცხადა, ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ხვალინდელ სასამართლოზე არგადაყვანის საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნა გვარამიამ.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან უკვე იკრიბებიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები.

თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.