ახალი ამბები
"ახალი შტამის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება'' - ამირან გამყრელიძე
FaceBook
სწრაფი ტესტი კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ვერ ამოიცნობს.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებობს პისიარ ტესტი, რომელიც ამ შტამის ამოცნობას შეძლებს, თუმცა ტესტირება ახალი შტამის საბოლოო იდენტიფიცირებისთვის საკმარისი არაა.

,,ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი პისიარ მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, ომიკრონის ამოცნობა სპეციალური პისიარით ხდება. ხვალ ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიკური პისიარი, რომელიც ჩვენ გვაქვს დელტა და ალფა შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ, სპეციფიკური პისიარი, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს ომიკრომის შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას",-
განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ამოსაცნობად ქვეყანას სპეციფიკური პისიარ ტესტები მიეწოდება. მისი განმარტებით, 2 ან 3 დეკემბერს ლუგარის თანამშრომლებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ კონსულტაციები.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა.

ომიკრონის გამო ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან ფრენები აკრძალეს.

რეგულაციები დაწესდა საქართველოშიც, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 8 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.