ახალი ამბები
"ნაციონალების" დაპირება ქუთაისელ მოვაჭრეებს - აუცილებლად მივაღწევთ საწადელს
FaceBook
საპარლამენტო უმცირესობის წევრები, გიგი წერეთელი და გიორგი თევდორაძე ქუთაისის ყვავილების ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მოვაჭრეებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. უმცირესობის წევრებმა მოვაჭრეებს გააცნეს პეტიცია, რომელიც პენსიონრებისთვის პენსიის 50 ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

"ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა, პენსიის 50 ლარით ზრდასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად სამართლიანი. ვპირდები ყველას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს ამ ადამიანებთან ერთად, რომ ეს იდეა იყოს სისრულეში მოყვანილი. ჩვენ არ დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან და ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებას მივაღებინებთ.

ბრძოლამ შედეგი ნაწილობრივ გამოიღო, 20 ლარით პენსია იზრდება. ხელისუფლებას არ ეყო დიდსულოვნება იმისათვის, რომ 1 იანვრიდან მაინც გაეზარდა ამ ოდენობით პენსია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საწადელს და ამ ადამიანებს 50 ლარით გავუზრდით პენსიას," - განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

პეტიციის მიმართ მხარდაჭერა ქუთაისის ყვავილების ბაზრის მოვაჭრეებმა ხელმოწერებით გამოხატეს.

თეონა წითაძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის
ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან
დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას
განცხადებით მიმართავს.
15:49 / 15.02.2026
ქუთაისის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საგუბერნიო ციხის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სამლოცველოს შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს და ქუთათელ-გაენათის ეპარქიას განცხადებით მიმართავს.
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის
პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.
11:32 / 12.02.2026
ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე, “ჭალას” დასახლებაში, ქვათაცვენის პროცესების განვითარების შედეგად, კლდის ფერდი ჩამოიშალა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.