ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის დასი გასტროლიდან დღეს ბრუნდება
FaceBook
მესხიშვილის თეატრი საგასტროლო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა.

დასმა ნოვა გორიცას დრამატულ თეატრში ორი სპექტაკლი ,,DUPLET" და "კუ +კოკინა" წარმოადგინა.

გასტროლი ევროპული თეატრების ასოციაციის ეგიდით განხორციელდა.

Როგორც თეატრის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მძიმე ეპიდსიტუაციის მიუხედავად, სლოვენია მესხიშვილელებს სავსე დარბაზით დახვდა.

ვიზიტი დღეს დასრულდა და დასი საქართველოში უკვე გამოემგზავრა.

ლადო Მესხიშვილის დრამატული თეატრი ევროპული თეატრების ასოციაციის წევრი 2019 წლიდანაა. ასოციაცია წევრ თეატრებს წელიწადში 2-3 გასტროლის ორგანიზებას ავალდებულებს.

საპასუხო გასტროლით ქუთაისს ნოვა გორიცას თეატრიც უნდა ეწვიოს. ვიზიტი მომავალი წლის  მაისის თვეში განხორციელდება. 

ამ დროისთვის Მესხიშვილის თეატრის დასის რამდენიმე წევრის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, დროებით შეწყვეტილია სპექტაკლების ჩვენება.

მესხიშვილის თეატრი მუშაობას პირველი დეკემბრიდან განაახლებს.


ფოტო: ნოვა გორიცას დრამატული თეატრის სცენა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.