ახალი ამბები
ვინ იქნება ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე?!
FaceBook
ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულო, სავარაუდოდ, 13 დეკემბერს შეიკრიბება.

ამ დღეს გაირკვევა ვინ გახდება მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე.

"ქართული ოცნების" პროპორციული სიის მიხედვით, თავმჯდომარეობის კანდიდატი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი მხეიძეა, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია, თუმცა, დიმიტრი მხეიძემ ქუთაისიპოსტთან საუბარში, მისი ამ პოსტზე შესაძლო არჩევა, ჯერ კიდევ არჩევნებამდე უარყო და თქვა, რომ უფრო რეალური კანდიდატი მოქმედი თავმჯდომარე, ირაკლი შენგელიაა.

"საკრებულოს თავმჯდომარედ, სავარაუდოდ, ირაკლი შენგელია დარჩება. ჩემთან ამაზე კონსულტაციები არ ყოფილა. პირველი ნომერი არ ნიშნავს, რომ მე ვიქნები ამ პოსტზე", - აცხადებდა ყოფილი მაჟორიტარი.

ირაკლი შენგელია, რომელიც ამჯერადაც გამარჯვების ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს, ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, შეთავაზების შემთხვევაში გააგრძელებს თუ არა მუშაობას თავმჯდომარის პოსტზე, არ პასუხობს.

"მსჯელობა ამ ეტაპზე გუნდში არ ყოფილა, შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ. ამ კონკრეტულ საკითხზე, თუ ვინ იქნება ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, გუნდი იმსჯელებს, მათ შორის, პარტია ქართული ოცნება და მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე, გახლავართ საკრებულოს თავმჯდომარე, რა იქნება მომავალში, ეს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის მეშვიდე მოწვევის 35 წევრიან საკრებულოში, "ქართულმა ოცნებამ" 18 მანდატი მოიპოვა, ოპოზიციამ - 17. მმართველ პარტიას ხუთი მაჟორიტარი ეყოლება, ოპოზიციას - ორი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მუშაობას უკვე შეუდგა ახალარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.