ახალი ამბები
ობიექტზე მწვანე პასპორტის არმქონე პირის შესვლის გამო, ბიზნესი დაჯარიმდება
FaceBook
მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის შემთხვევაში, ბიზნესი დაჯარიმდება.
ამის შესახებ შრომის ინსპექტირების ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

რეგულაციის დარღვევის გამო, ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

,,თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები პირველი დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა''-, განაცხადა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის ინფორმაციით, შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული.

''იქნება ეს შსს-ის შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას"

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ეს სტატუსი მიენიჭება იმ ადამიანებს, რომლებიც ორჯერ აცრილები არიან, ან კოვიდი გადატანილი აქვთ, ასევე იმათ, ვინც PCR ტესტი ჩაიტარა ( PCR ტესტს 72 საათი აქვს ვადა), ან რომლებსაც 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი ექნებათ აღებული. ასეთ შემთხვევაში, მათ ეძლევათ სპეციალური კოდიანი ფურცელი, რომლითაც დგინდება, რომ ასეთი ადამიანები გარშემომყოფთათვის უსაფრთხონი არიან.

მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტებში, რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში,  ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე,  სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.