ახალი ამბები
ქუთაისში, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეთა სოლიდარობის აქცია გაიმართება
FaceBook
20 ნოემბერს, ქუთაისში, მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილეთა სოლიდარობის აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოუცხადებენ თავად მიხეილ სააკაშვილს, "დროას" ლიდერს ელენე ხოშტარიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

"ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, რომელიც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი შიმშილობით, მასთან ერთად ოთხი შვილის დედის, პარლამენტარ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, მოშიმშილე მხარდამჭერების რაოდენობის ზრდით და ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობისა და არაადეკვატური შეფასებების გამო, ვმართავთ სოლიდარობის აქციას.
საინიციატივო ჯგუფი მოგიწოდებთ, ქუთაისში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით ქალებს, გამოხატოთ სოლიდარობა საქართველოში განვითარებული მოვლენებისადმი, შემოგვიერთდეთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე და მოვუწოდოთ ხელისუფლებას გადადგას გონივრული ნაბიჯი, უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტისთვის და "დროას" თავმჯდომარისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია 11.00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.