ახალი ამბები
საქართველომ 9 თვეში ტურიზმიდან 865 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
FaceBook
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 865 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

მხოლოდ სექტემბერში კი  ამ გზით ქვეყანამ 161 862 751 დოლარი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 146 187 024 დოლარით აღემატება, სამაგიეროდ, 156 770 174 დოლარით ნაკლებია 2019 წლის სექტემბერთან შედარებით.

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.


უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემები 366 579 535 დოლარით მეტია 2020 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე,  შემოსავალი კი 73%-ით გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ინფორმაციას ასევე ავრცელებს ტურისტული ვიზიტების შესახებ. ადმინისტრაციის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 220 705 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ეს მონაცემები 324.3%-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 71.8%-ით ნაკლებია 2019 წლის ვიზიტებთან შედარებით.



Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ტურიზმი
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.