ახალი ამბები
სად დაგჭირდებათ და სად არა "მწვანე პასპორტი"
FaceBook
1 დეკემბრიდან საქართველოში 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები და ტურისტები ე.წ "მწვანე პასპორტით" სარგებლობას შეძლებენ.

"მწვანე პასპორტის" გამოყენება შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციის მეშვეობით. მასში იქნება მოცემული ინფორმაცია კერძო პირის მწვანე სტატუსის შესახებ, რაც გულისხმობს:

ვაქცინაციის სტატუსს

PCR ტესტების ჩატარების ისტორიას

ანტიგენ-ტესტის ჩატარების ისტორიას

SARS-CoV--2-ით ინფიცირების ისტორიას


სად დაგვჭირდება "მწვანე პასპორტი"?

"მწვანე პასპორტით" სარგებლობა საჭირო იქნება შემდეგ დაწესებულებებში:

კვების ობიექტები;

რესტორნები, კაფეები და ბარების ღია და დახურულ სივრცეები;

გასართობი ცენტრები;

კინოთეატრები, თეატრები, ოპერა და მუზეუმები;

საკონცერტო დარბაზები;

სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები;

სპა-ცენტრები;

ფიტნეს-დარბაზები;

სასტუმროები;

სამთო კურორტების საბაგირო გზები.


სად არ დაგვჭირდება "მწვანე პასპორტი"?

საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში "მწვანე პასპორტი" სავალდებულო არ იქნება.

რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, "მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მათთვის, ვინც ვერ შეძლებს აპლიკაციის გამოყენებას, იუსტიციის სახლი გასცემს დოკუმენტს სრულად ვაქცინაციის შესახებ, ხოლო ტესტებზე ინფორმაციის გამოთხოვნა შესაძლებელი იქნება შესაბამისი ლაბორატორიიდან.

18 წლამდე ასაკის პირებს განსაზღვრულ ობიექტებზე, არ აქვთ "მწვანე პასპორტის" წარდგენის ვალდებულება, გარდა საზღვარგარეთ მოგზაურობისა, სადაც მშობლებს საშუალება ექნებათ გააზიარონ შვილების სტატუსზე ინფორმაცია და ქონდეთ წვდომა მათ მონაცემებზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:22 / 01.05.2025
ამ წუთებში ჭიათურაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.