ახალი ამბები
"ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებზე ისაუბრა.


მისი თქმით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

"ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. 9 თვის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,3% შეადგინა, გადაიხედა რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც და ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ზრდიდან გამომდინარე, გაიზარდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზიც და ბიუჯეტის პირველ ვერსიაში პროგნოზირებული 58,4 მლრდ ლარის ნაცვლად, გადამუშავებულ ვერსიაში პროგნოზირებულია 58,7 მლრდ ლარის ოდენობით. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს შეადგენს 6%-ს. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 65 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ გადასცდება 5 500 აშშ დოლარს"
, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანაში მთავარ გამოწვევად კვლავ სიღარიბე, უმუშევრობა, პანდემია და ოკუპაცია რჩება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეაფასა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და მას ოპოზიციისთვის გაკვეთილი უწოდა.

"ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როცა რვაჯერ ხალხი გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ეს იქნება, ალბათ, მორიგი გაკვეთილი მათთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, თუ ოპოზიციას რეალური დებატები სურს, ამის ადგილი პარლამენტშია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.