ახალი ამბები
"წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე არჩევნები შეაფასა და მას ისტორიული უწოდა.

მისი თქმით, არჩევნებში მორიგი მარცხი ოპოზიციისთვის კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება. მან ასევე ისაუბრა წალენჯიხაში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვებაზე და თქვა რომ ცენტრალური მთავრობა მზად არის მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

"ეს იყო ისტორიული არჩევნები. ოპოზიციისთვის ეს რთულად მისაღები მორიგი მარცხი იყო, მაგრამ როცა რვაჯერ ხალხი გეუბნება უარს და მარცხდები არჩევნებში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ეს იქნება, ალბათ, მორიგი გაკვეთილი მათთვის. წარმატება მინდა ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მე მინდა მას განვუცხადო, რომ მთელი ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში და მე როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხის მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის"
, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წალენჯიხის ახალი მერი გია ხარჩილავა ერთადერთი ოპოზიციონერი კანდიდატია, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ასევე ისაუბრა ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე და თქვა, რომ თუ მათ სურთ რეალური დებატები, ამის ადგილი პარლამენტშია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.