ახალი ამბები
წყალტუბოში კლასელმა კლასელი მოკლა
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში მკვლელობა მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა. მოკლული და ბრალდებული ახლო მეგობრები და ნათლია-მირონები იყვნენ.

მეზობლების ინფორმაციით, კლასელებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. გარდაცვლილი 33 წლის იყო.

"გაოგნებულები ვართ, რა მოხდა არ ვიცით. სიგარეტის საყიდლად გამოსულა და ამას უსვრია. რაღაც შელაპარაკება მოუვიდათო ამბობენ. სავარაუდოდ, მკვლელი ნასვამი იყო", - ამბობს მოკლულის მეზობელი.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

მკვლელობაში ბრალდებული ადგილიდან მიიმალა და ის ჯერ დაკავებული არ არის.  მომხდარზე საუბარი არ სურთ ბრალდებულის ოჯახში.

ბრალდებულის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #შსს
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.