ახალი ამბები
„არავის სჯერა, რომ ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა“ - მამუკა ხაზარაძე
FaceBook
ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე  შეკრებილებს ოპოზიციური კოალიციური ერთობის ლიდერებმა მიმართეს. 

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თვითმმართველობის არჩევნებს ხელისუფლების მხრიდან ხმების ძარცვა უწოდა.


„არავის ჯერა, რომ ქუთაისში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო ტყუილი, ეს იყო ჩვენი ხმების ძარცვა. კოალიციურ მმართველობას ალტერნატივა არ აქვს. ოპოზიციურმა კოალიციურმა ერთობამ ქუთაისში გაიმარჯვა და წერტილი. ყველა ჩვენთაგანის ვალია ბრძოლა არ შევწყვიტოთ... საქართველოს, როგორც არასდროს უდგას მძიმე დღეები. მოქმედებს რბილი ძალა, რომელსაც სურს საქართველო დაიმონოს, შიმშილით, უპერსპექტივობით, ნიჰილიზმით - არ გამოგივათ!
“- აღნიშნა ხაზარაძემ აქციზე.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამარტოო საკანში 35 დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით. თავად მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.