ახალი ამბები
რატომ მოჰყვა დაპირისპირება ქუთაისის საოლქოში საჩივრების განხილვას
FaceBook
ქუთისის N 59 - ე  საოლქო საარჩევნო კომისიამ, 2021 წლის 30 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დარღვევებზე დაწერილი საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე  დაასრულა.

კომისიის ოპოზიციური პარტიისა და მმართველი პარტიის წრმოადგენლებს შორის დაპირისპირება იმ ფაქტს მოჰყვა, რომ კენჭისყრის პროცესში დაფიქსირებულ სხვადასხვა დარღვევაზე დაწერილი 19 საჩივრიდან,  მხოლოდ სამი მათგანი დაკმაყოფილდა. დანარჩენ საჩივრებზე კი კომისიამ რეაგირება საჭიროდ არ ჩათვალა.

ბიულეტენებზე ბეჭდების და ხელმოწერების არარსებობა,  რეგისტრატორების არაკომპენტურობა, კარუსელი - ამ დარღვევებზე საუბნო კომისიის წევრებმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, ან შენიშვნა მიიღეს.

,,ასეთ სტრესულ გარემოში მუშაობის გამო და  ელემენტარულ დარღვევაზე ჩემი ადმინისტრაციის თანამშრომელს ვერ ჩამოვახრჩობ", - განაცხადა გადაწყვეტილების მიღების დროს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლარინა ლალიაშვილმა.

საოლქო კომისიის მხრიდან რეაგირების  გარეშე დარჩა ხმის  მიცემის ფარულობის დარღვევა, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორმა 96-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. უბანზე დაწერილი საჩივრის მიხედვით, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი კაბინაში შესვლის გარეშე, ღიად დააფიქსირა. სწორედ, ამ საჩივრის განხილვას მოჰყვა კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება.

,,რისთვის არის უბანზე კომისიის თავმჯდომარე? როგორ შეიძლება ამომრჩეველმა უბანზე ის გააკეთოს, რაც მას მოესურვება, რისთვის არიან უბნის კომისიის წევრები?! ზუსტად ხმის ფარულობაა მნიშვნელოვანი არჩევნებში", - განაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის  წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან" პაატა ღაჭავამ.

სადავო გახდა ქუთაისის #48-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარიც, სადაც ნათქამი იყო, რომ ,,ოცნების" წარმომადგენელი დარეჯან ჭუმბურიძე, დაუფარავად ეწეოდა პროპაგანადას უბნის შიდა ტერიტორიაზე. ადგილზე ფაქტის მოკვლევის ნაცვლად, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, იურისტთან ერთად აცხადებდა რომ დარღვევა არ იყო დადასტურებული, ამის გამო კი ვერავის  დასჯიდნენ.

,,ზოგადად, კარგი იქნებოდა  იმ ადამიანების აზრიც მოგვესმინა, ვისზეც არის საჩივარი დაწერილი, ან მოგვეწვია იმ უბნის თავმჯდომარეები, სადაც ხარვეზებია დაფიქსირებული", -  განმარტა სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა "ლელოდან" ივანე კაპანაძემ.

სხდომაზე ასევე მხოლოდ მწვავე კამათის შედეგად გადაწყდა, რომ # 17-ე საარჩევნო უბნის ოთხი რეგისტრატორიდან, შენიშვნა მხოლოდ სამისთვის მიეცათ. საჩივრის მიხედვით, ამ უბანაზე ოთხმა რეგისტრატორმა საერთო ჯამში 15 ბიულეტინი გაატარეს ხელმოწერებისა და ბეჭდის დასმის გარეშე.

,,შეუძლებელია  საყვედური მიიღოს იმ რეგისტრატორმაც, რომელსაც ერთი შეეშალა და იმანაც, ვისაც 13 შეეშალა. ამიტომ, საყვედურს  ოთხის ნაცვალდ, სამი მიიღებს. ამ ადამიანებს მათ 180 ლარის სანაცვლოდ უწევთ ამხელა შრომის გაწევა, თანაც პანდემიის პირობებში და სტრესულ  გარემოშო. ზუსტად ამიტომ, მე ვერ მივცემ თავს უფლებას არაფრის გამო თუნდაც შენიშვნა  გამოვუცხადო", - განაცხადა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლარინა ლალიაშვილმა, რასაც კიდევ უფრო მეტი მღელვარება მოჰყვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან.

რაც შეეხება, ,,ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ორ საჩივარს, სადაც 124-ივე საარჩევნო უბნის  შედეგების ბათილად გამოცხადებას ითხოვდნენ, ასევე არ დაკმაყოფილდა. საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარატვენ, რომ საჩივრებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურთან დაკავშირებით სულ 19 საჩივარი შევიდა. აქედან, ორი არჩევნებამდე, ხოლო დანარჩენები კენჭისყრის დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს ეხებოდა. მათი ავტორი ძირითადად ,,ნაციონალური მოძრაობა" და ,,სამართლიანი არჩევნებია".

2021 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა.  ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.