ახალი ამბები
დაკავებულ ვიცე- მერობის კანდიდატს მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება შეუჩერეს
FaceBook
ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული ვიცე-მერობის დაკავებულ კანდიდატს იმედა კლდიაშვილს, მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება ექვსი თვით შეუჩერეს.

დაკავებულის ადვოკატის, ნინო მეფარიშვილის თქმით, დაკავებულმა ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას უთხრეს, რომ მართვის მოწმობით ვეღარ ისარგებლებდა.

"ნასვამი მართავ მანქანასო უთხრეს, მაშინ, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების მომენტში უბრალოდ იჯდა გაჩერებულ მანქანაში. თვითონაც აღიარებენ, რომ ჩაკეტა სუსის შესასვლელი და როგორ მოძრაობდა თუ ჩახერგილი ჰქონდა გზა? ექვსი თვით შეუჩერეს ამის გამო მართვის მოწმობით სარგებლობის უფლება. უკანონოდ მოხდა მისი დაკავება. ის, რაც მან გააკეთა, იყო პროტესტის ფორმა და უნდა მიეჩვივნონ ამ სახელმწიფოში, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობს", - ამბობს ნინო მეფარიშვილი.

ქუთაისში ოპოზიციის შეთანხმებული ვიცე-მერობის კანდიდატი იმედა კლდიაშვილი პოლიციამ პირველ ნოემბერს დააკავა. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საუბნო საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. ვიცე-მერობის კანდიდატი პროტესტის ნიშნად ქუთაისში სუსის შენობასთან მივიდა და საკუთარი ავტომანქანით შესასვლელი ჩაკეტა. კლდიაშვილმა საკუთარი დაკავების კადრები თავად გადაიღო.

დაკავებულის სასამართლო პროცესი უკვე ჩაინიშნა.

გუშინ, პირველ ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შტაბში ისაუბრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.