ახალი ამბები
მოძრაობამ "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ფინანსური აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა
FaceBook
მოძრაობამ "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" საკუთარი ფინანსების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

დასკვნა აუდიტორული კომპანია შპს "ეკონომაუდიტის" მიერ არის მომზადებული. დოკუმენტებში, პერსონალური მონაცემების დაცვით, მითითებულია მოძრაობისთვის განხორციელებული გადარიცხვები. ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა პირები აქტივისტებს ურიცხავდნენ როგორც 2,5 და 10 ლარს, ასევე 200, 300, 500 ლარს.

"ხანგრძლივი პროტესტის მანძილზე მოძრაობის ფინანსების წარმოშობასა და ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ არაერთი ეჭვი გამოითქვა. ჩვენს ფეისბუქგვერდზეც და მედიასივრცეშიც ბევრჯერ განვმარტეთ, რომ ფინანსურად გვეხმარებიან კერძო პირები, უმეტესად ემიგრანტები, და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გადავწყვიტეთ, მიგვემართა აუდიტორული კომპანიისთვის, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, ვისგან რა თანხა მიიღო ჩვენმა მოძრაობამ, როგორ განიკარგა მიღებული შემოწირულობები, გვქონდა თუ არა ამ მხრივ კანონთან შეუსაბამობა და ამით ამოიწუროს ეს საკითხი"
, - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასკვნა მოიცავს მოძრაობის შექმნიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისამდე პერიოდს.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი ერთი წლის წინ დაიწყო. ჰესის მშენებელი კომპანია "ენკას" მიერ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ღია განცხადების მიუხედავად, აქტივისტები კარვებში ღამეებს ისევ ათენებენ და აცხადებენ, რომ საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე პროტესტს არ შეწყვეტენ. პარალელურად გრძელდება მედიაციის პროცესი ენერგოგაერთიანების წარმომადგენელთა ჩართულობით, რომელსაც "ხეობის მცველები" უკვე გამოეთიშნენ.

ერთწლიანი პროტესტის შედეგად სახელმწიფო იძულებული გახდა ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულება გაესაჯაროებინა, რამაც სპეციალისტებს მისი ანალიზის შესაძლებლობა მისცა. ამავე პროცესში გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა აქვს გაცემული, ფინანსთა სამინისტროს კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ მოუმზადებია. ამ გარემოებას კი იურისტები ხელშეკრულების უკანონოდ ცნობის საფუძვლად მიიჩნევენ.


ამავე თემაზე:

პროტესტის ერთი წელი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, გზების გარკვეულ
მონაკვეთებზე შეზღუდვებია.
11:22 / 13.12.2024
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.