ახალი ამბები
კახა ჩხეტიანი "ტორპედოდან" გაუშვეს
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ადმინისტრაცია ოფიციალურად აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კახა ჩხეტიანი გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელობამ ამის შესახებ განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა. განცხადების ტექსტში წერია, რომ ჩხეტიანის კლუბიდან გაშვების მიზეზი დაბალი შედეგებია.

"ქუთაისის "ტორპედოს" მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა კახაბერ ჩხეტიანთან. საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის კახაბერ ჩხეტიანს და წარმატებას უსურვებს შემდგომ საქმიანობაში
", - წერია განცხადებაში.

მთავარი მწვრთნელის გუნდისთვის ჩამოშორებას უკვე მოჰყვა შეფასებები სოციალურ ქსელში. გულშემატკივართა ნაწილი მომხდარს ჩხეტიანის საარჩევნო პროცესში ჩართვას უკავშირებს და მიიჩნევს, რომ იგი გახარიას პარტიის წევრობისთვის დასაჯეს. როგორც ცნობილია, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელობის პარალელურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" სახელით, საკრებულოში შესასვლელად იბრძოდა.

თავად კახა ჩხეტიანი "ქუთაისიპოსტის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დამატებითი განმარტება ვერ მივიღეთ ვერც კლუბის დირექტორის, გიორგი მჭედლიძისგან.

კახა ჩხეტიანი ქუთაისურ კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა. ფინანსური კრიზისის დროს იგი "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.