ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისის მერიასთან მოძრაობა "ჩვენ გავათენებთ" წევრების აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს.

მანამდე მათ ბანერი წარწერით "თავისუფლება მიშას" წაართვეს. აქტივისტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მათ ადმინისტრაციულ შენობასთან პარლამენტის ქუთაისის ყოფილი შენობიდან გადმოინაცვლეს, სადაც ღამე გაათენეს.

ქუთაისიდან კი რუსთავში წასვლას და რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებას აპირებენ, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

"ჩვენ მოვდივართ სარფიდან და მივემართებით რუსთავის ციხისკენ. პუტინის პირადი პატიმარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი, რომელიც უნდა გათავისუფლდეს. რუსთავის ციხესთან გავჩერდებით კარვებში იმდენხანს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ", - ამბობს ნათათო გიორგაძე.

მისი თქმით, მათ პარლამენტის ყოფილ შენობასთან ღამე სიმბოლურად გაათენეს, რადგან საპარლამენტო ქალაქად ქუთაისი სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.