ახალი ამბები
"ნაცნობი-უცნობი ქუთაისი" - რა ისტორია უკავშირდება წერეთლის უნივერსიტეტის შენობას?
FaceBook

1933 წლიდან შენობაში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი განთავსდა, 1988 წელს - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახ. უნივერსიტეტი.




რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ "ქუთაისიპოსტ"-ის რუბრიკაში "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი".

რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, "ქუთაისიპოსტ"-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ. ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია. თვეში ორჯერ (შაბათს) – კუტაისიპოსტ.გე- ზე ადევნეთ თვალი რუბრიკას – "ნაცნობი-უცნობი ქუთაისი"
რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისის სახვითი ხელოვნების გლერეას?- (ნახეთ ვიდეო)


###

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მთავარი კორპუსი ისტორიული შენობაა. ის თავის დროზე აშენებული იქნა რეალური სასწავლებისთვის.  თუ რატომ ეწოდებოდა სასწავლებელს რეალური სასწავლებლი უცნობია. თუმცა, ცნობლია, რომ აღნიშნულ  რეალურ სასწავლეებში ტექნიკურ ფაკულტეტებს ენიჭებოდა უპირატესობა.  ზურაბ ჯავახაძის  საავტორო წიგნის "ქუთაისოვ ცემო დედავ"-ის მიხედვით,  აღნიშნულ შენობაში  1897 წელს 3 სექტემბერს, ქუთაისში არსებული პროგიმნაზიის ბაზაზე (რომელიც არსებობდა 1874 წლიდან) გაიხსნა რეალური სასწავლებელი, რომელიც კავკასიის სასწავლო ოლქს ექვემდებარებოდა.
აღნიშნული სასწავლების პროექტი შეადგინა და მშენებლობას ხელმძღვანელობდა სამხედრო ინჟინერი ფონ შულცი.
1901 წელს შეიქმნა საამშენებლო კომისია სასწავლებლის იმდროინდელი დირექტორის მამომტოვის თავმჯდომარეობით. კომისიამ 1901 წელსევე ხელშეკრულება გააფორმა თურქეთის ქვეშევრდომ ივანე ჩილინგაროვთან და იოსებ აბზიანიძესთან, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდნენ იჯარით.
მშენებლობა დაიწყო დაიწყო 1900 წლის ივლისში. მშენებლობაზე დასაქმებულები იყვნენ 50-ზე მეტი ქვის ოსტატი და ათობით მუშა. საბოლოოდ მშენებლობა დაწრულდა 1905 წელს.
რეალური სასწავლებლის გაუქმების შემდეგ , რომელიც დროებით გიმნაზიადაც იწოდებოდა, 1921 წლიდან სასწავლებლის ბაზაზე გახსნილი ტექნიკუმი ფუნქციონირებდა. 1933 წლიდან შენობაში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი განთავსდა, 1988 წელს - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახ. უნივერსიტეტი.
აღნიშნული უნივერსიტეტი გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებს აქვთ დამთავრებული, მათ შორის იყვნენ ლადო ასათიანი, ტიციან ტაბიძე და ედუარდ შევარდნაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.