ახალი ამბები
ცესკომ საკრებულოების პირველი სხდომები 30 ოქტომბერს მოიწვია
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

ახლადარჩეული მერებისა და საკრებულოების წევრების უფლებამოსილება კი 29 ოქტომბრიდან დაიწყება.

ცესკოს ცნობით, თბილისში, საკრებულოს პირველ სხდომას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გახსნის, ხოლო რეგიონებში სხდომებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 15 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგები შეაჯამა. არჩევნების შედეგები ქვეყნის მასშტაბით ასევე შეაჯამეს საოლქო საარჩევნო კომისიებმაც.

შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ 15 ოქტომბრის სხდომაზე ცნობად მიიღო.

დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, რომელსაც პოლიტიკური  პარტიების ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა. 

საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058 წევრს ირჩევდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818 შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე
რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად,
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
12:14 / 20.07.2026

იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში
დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური
გაანადგურა.
12:04 / 18.07.2026

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზარში დღეს გამთენიისას გაჩენილმა ხანძარმა 13 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.