ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავს
FaceBook
ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე, არჩევნების მეორე ტურის შედეგების გასაჩივრებას აპირებს.

მისი თქმით, დღეს დილით საჩივრებს საოლქო კომისიაში შეიტანს, თუ კომისია მათ არ დააკმაყოფილებს, უკვე სასამართლოს მიმართავენ.

"დილით უკვე ვაპირებთ რამდენიმე საჩივრის შეტანას. გვაქვს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომლებსაც დავურთავთ თან და წავალთ სასამართლოში თუ საოლქო არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივრებს
", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, განსაკუთრებით ბევრი ბიულეტენია გაბათილებული, რომელთა ჯამური რაოდენობა აღემატება მასსა და მის კონკურენტს შორის მიღებულ ხმებში არსებულ სხვაობას. ჯამში საუბარია 2396 ბიულეტენზე. 124 უბნიდან 20 უბანზე კი ბალანსი არ ჯდება.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, ქუთაისის მერი მმართველი პარტიის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გახდა, მას მხარი ამომრჩეველთა 51,64%-მა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ კი ხმების 48.35% მიიღო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.