ახალი ამბები
უბანზე, სადაც „ოცნების“ კოორდინატორები მაგიდის ქვეშ „იპოვეს“, ხატია დეკანოიძემ გაიმარჯვა
FaceBook
ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაღებულ ვიდეოში, სადაც „ოცნების“ კოორდინატორებიდან ნაწილი მაგიდის ქვეშ  და ნაწილი ოთახში გამოკეტილი იპოვეს, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

#54 საარჩევნო უბანზე, სადაც აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა  „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ მმართველი პარტიის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილს 5 ხმით მოუგო. ხსნებულ საარჩევნო უბანზე ხატია დეკანოიძემ 313, ხოლო იოსებ ხახალეიშვილმა 308 ხმა აიღეს.

კოორდინატორებმა მათი თავმოყრის  მიზეზად „პანაშვიდისთვის მზადება“ დაასახელეს. თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ფულს ურიგებდნენ. 

ამავე უბანზე პირველ ტურშიც ხატია დეკანოიძემ გაიმარჯვა. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში იოსებ ხახალეიშვილს ამომრჩევლების 51,64%, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ 48.35% მიიღო.

30 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები


საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ
იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31
მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში
მდებარეობს.
14:40 / 18.05.2026

საგაზაფხულო ფლიმარკეტი სინათლისთვის უკვე მეორედ იმართება როგორც ონლაინმედიების მხარდამჭერი ღონისძიება და 30-31 მაისს Slink Cafe-ში ჩატარდება, რომელიც ილიას ბაღი-ში მდებარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო
შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი
კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ
რეაგირებაზე იმუშავებს.
11:28 / 18.05.2026
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის მონიტორინგსა და სამართლებრივ რეაგირებაზე იმუშავებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.