ახალი ამბები
საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა
FaceBook
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 272 საჩივარი შევიდა.
საჩივრებიდან 121 დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტების მიერ.

„საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ჩვენ დეტალურ სტატისტიკას საჩივრებთან მიმართებით უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, საჩივრებს განიხილავს 4 დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში კიდევ დამატებით არის ორი კალენდარული დღე“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე განმარტებით, არჩევნების გამჭვირვალეობის ხარისხის ასამაღლებლად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 150 უბანი გადაითვლება.

„მინდა შეგახსენოთ, ასევე, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და თითოეულ საარჩევნო ოლქში, სადაც ჩატარდა არჩევნების მეორე ტური, წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გამოვლინდება 5-5 საარჩევნო უბანი და საერთო ჯამში, 150-მდე უბნის მონაცემები გადაითვლება, რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. აღნიშნული გადათვლების შესახებ ჩვენ, ასევე, უახლოეს მომავალში გაცნობებთ შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ“,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

კენჭისყრის პროცესი მთელი დრის განმავლობაში დაძაბულ  გარემოში მიმდნარეობდა. საარჩევნო უბნებთან დარღვევებზე ძირითად ჟურნალისტები და ოპოზიციური პარტიის დამკვირებლები მიუთითებდნენ. 

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური  20 ქალაქში ჩატარდა, სადაც წალენჯიხის გარდა,  ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა" გაიმარჯვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.