ახალი ამბები
"მეგონა მომილოცავდით და მოლოცვით თუ დაიწყებდით"- იოსებ ხახალეიშვილი ჟურნალისტებს
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი შედეგების დათვლამდე გამარჯვებას ზეიმობს.
"მეგონა მომილოცავდით და მოლოცვით თუ დაიწყებდით (შეკითხვებს-რედ).  პირველ ტურში გამარჯვება ვიზეიმეთ,  47 % აიღო "ქართულმა ოცნებამ".  ქუთაისის საკრებულოში გვაქვს უმრავლესობა, მეორე ტურში უკვე საბოლოო გამარჯვებას  გავიფორმებთ.  შედეგები ვნახეთ.  ასე რომ გილოცავთ, ქუთაისს ჰყავს ახალი მერი", -  განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 

მმართველი გუნდის კანდიდატი უკვე მილოცვებს იღებს და საარჩევნო შტაბში გამარჯვებას ზეიმობს. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის სანდოა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლი, რომლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბში მთელი დღის განმავლობაში  კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ განცხადება ერთხელაც არ გაკეთებულა. 

"ოცნების" მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ  მხოლოდ ის განმარტა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომდგენლების მიერ საარჩევნო უბნებში დაფიქსირებული დარღვევები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. 

ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა რამდენიმე უბანზე მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირეს.

მათ შორის, მათი თქმით, უბნებზე ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა და აგიტაცია. ამომრჩევლისთვის თანხის გადახდაში დაადანაშაულეს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, რომელმაც ბრალდება უარყო.

დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა უბნიდან გამოძევების ფაქტები, შეურაცხყოფა მიაყენეს რამდენიმე ჟურნალისტს.

#54-ე საარჩევნო უბანზე კი , სადაც "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელთა თქმით, ფულს არიგებდნენ, მმართველი პარტიის კოორდინატორები საბავშვო ბაღში გახსნილ უბანზე მერხების ქვეშ იმალებოდნენ.

დღეს, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ქუთაისში მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძოდნენ.

გამოქვეყნდა ორი ტელეკომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქუთაისში ხატია დეკანოიძე ლიდერობს, "იმედის" ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით კი მერი იოსებ ხახალეიშვილი გახდა.

ქუთაისში სულ 124 უბანი და 153 726 ამომრჩეველია.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.