ახალი ამბები
საიას დამკვირვებლებმა დღის განმავლობაში 17 საჩივარი დაწერეს
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნებსა და გარე პერიმეტრებზე გამოვლინდა ინფორმაციას ავრცელებს.
16:00 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 17 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.

საიას ცნობით გრძელდება პირველი ტურის ტენდენცია, რომელიც გარკვეულ უბნებზე საიას დამკვირვებლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში გამოიხატება როგორც კომისიის წევრების, ისე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან:

-რუსთავის მე-20 უბანზე რეგისტრატორი იწერდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომრებს, რაზეც, არაერთი ზეპირი გაფრთხილების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დარღვევა დააფიქსირა, კომისიის წევრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს;

- სენაკის 41-ე უბანზე დამკვირვებელს, არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარე დამდივანი ხელს უშლიდნენ მოვალეობის შესრულებაში და არ აძლევდნენ უფლებას, რომ კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნს გასცნობოდა;

·- სენაკის მე-13, მე-14 და 72-ე უბნებზე საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილებისა და დაკვირვების საშუალებას.

გარდა ამისა, დარღვევები გამოვლინდა სხვადასხვა მიმართულებით:

- რუსთავის 50-ე უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა გამოცხადებული ამომრჩევლის რიგით ნომერს სამაგიდო სიაში;

- მარტვილის 35-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე კაბინაში შეჰყვა მოქალაქეს და, მისი თქმით, დახმარების მიზნით დაესწრო ხმის მიცემის პროცესს;

- ნაძალადევის 74-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოუყენებელი ბიულეტენები აკლდა, კერძოდ, 40 ბიულეტენიდან 35 იყო გამოყენებული, დარჩენილი 5-დან 3 დაიკარგა.

საია ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებზეც მიუთითებენ და აღნიშნავენ,რომ, წინა არჩევნების მსგავსად, გრძელდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელშეშლა. რამდენიმე შემთხვევაში მოვლენების გაშუქებისას ჟურნალისტებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მისცეს შესაძლებლობა, თავისუფლად შეესრულებინათ თავიანთი პროფესიული მოვალეობა.


16:00 საათის მდგომარეობით, დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა დღის მანძილზე 17 საჩივარი და 9 შენიშვნა დაწერეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.