ახალი ამბები
EMC - "საპატრიარქო იწყებს პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოჭრასა და საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების უშუალო განხორციელებას"
FaceBook
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური კომპეტენციის გადაცემის ინიციატივასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პატრიარქის საჯარო განცხადებებს ეხმიანება.

და მას სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციური და პოლიტიკური პრინციპის უგულებელყოფად აფასებს.

"მსჯავარდებული პირების შეწყალება პოლიტიკური ხელისუფლების სუვერენული უფლებაა და აღნიშნულ ზესამართლებრივ კომპეტენციას მხოლოდ ქვეყნის მეთაური ფლობს. პატრიარქისთვის აღნიშნული ექსკლუზიური, კონსტიტუციური უფლებამოსილების გადაცემა არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს ფუნდამენტურად შეცვლის და თეოკრატიული მმართველობის ნიშნებს გააფორმებს.

ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა და პოლიტიკა მართლმადიდებელი ეკლესიის აბსოლუტური პრივილეგირების პრინციპს ეფუძნება. ამ მხრივ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების, ქონების გადაცემის და გადასახადების სისტემები. არსებული დისკრიმინაციული რეგულაციებისა და პრაქტიკების სახელმწიფოს მიერ ლეგალიზება აქტიურად 2000-იანი წლებიდან იწყება და ეკლესიის ლეგიტიმურობის ზრდის ფონზე, სახელმწიფოს მხრიდან მისი ძალაუფლებისა და პრივილეგიების აღიარებისა და სამართლებრივ საზღვრებში გაფორმების მცდელობა იყო. თუმცა, 2012 წელს ხელისუფლების ტრანზიციის შემდეგ, საპატრიარქო იწყებს პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოჭრასა და საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების უშუალო განხორციელებას, რომელსაც სუსტი სახელმწიფო ხელისუფლება წინააღმდეგობას არ უწევს. მეტიც, საკუთარი ლეგიტიმურობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ვარდნის პირობებში, ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ეკლესიის პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი და ამით კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს პოლიტიკური ხელისუფლების დაუძლურებას და გაუფასურებას. პოლიტიკური ხელისუფლების ეს მიდრეკილება განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება წინა საარჩევნო პერიოდებსა და სოციალურ-პოლიტიკური კრიზისების დროს.

პოლიტიკურ ველში ეკლესიის შემოჭრის ფორმების დინამიკის ანალიზი აჩვენებს, რომ თუ წინა ხელისუფლების პირობებში ის ჩრდილოვანი ძალაუფლების ფორმით არსებობდა და პროცესებზე ფარულად ცდილობდა გავლენის მოხდენას, ახალი ხელისუფლების დროს, პოლიტიკურ სივრცეში ეკლესიამ დემონსტრაციულად და, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალადობრივად დაიწყო შემოღწევა (მაგალითად, 2013 წლის 17 მაისის მოვლენები, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განხილვის პროცესი). დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის მიმართ სახელმწიფოს მაღალი ლოიალობის პირობებში კი, მისი ძალაუფლების თანდათანობითი ინსტიტუციონალიზება ხდება. ამ კუთხით, განსაკუთრებით საგულისხმოა თვითმმართველობის კოდექსის განხილვის, შუღლის გაღვივების კრიმინალიზების, განათლების სამინისტროს მიერ საგან "მე და საზოგადოებას" შემუშავების პროცესებში საპატრიაქროს ღია მონაწილეობა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე მისი რეალური გავლენა.

საპატრიარქოს პოზიციებისა და იდეოლოგიის გათვალისწინებით, მისი, როგორც პოლიტიკური აქტორის გაძლიერება პირდაპირ აისახება ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი თანასწორობის მდგომარეობაზე. ჩვენს რეალობაში, საპატრიარქო აქტიურად ახდენს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიის კულტივირებას, რომელიც პოლიტიკური და სოციალური სისტემიდან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ექსკლუზიას იწვევს და ხელს უშლის ემანსიპატორულ პროცესებს საზოგადოებაში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საპატრიარქოს აშკარად ნეგატიური გავლენა ქალთა ემანსიპაციის, ლგბტ პირთა უფლებების, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის პროცესებზე.

ამ პირობებში, თუ პოლიტიკური ხელისუფლებისა და ეკლესიის ფაქტობრივი მიმართებები სეკულარიზმის კრიზისად შეიძლებოდა აღწერილიყო აქამდე, განსახილველი ინიციატივის განხორციელება შეიძლება შეფასდეს როგორც სეკულარული კონსტიტუციური სისტემის ფუნდამენტური რღვევა და დომინანტი რელიგიური ორგანიზაციის პოლიტიკური", - ნათქვამია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
12:36 / 07.05.2024
ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.