ახალი ამბები
წინაასარჩევნო პერიოდში ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის - ISFED
FaceBook
სამართლიანმა არჩევნებმა 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის მიხედვით მეორე ტურის წინაასარჩევნო პერიოდში კვლავ ბუნდოვანი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.

სხვადასხვა დარღვევასთან ერთად, მაგალითად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ ატვირთულა 3200-დან 300-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმის დათვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ამასთან პირველი ტურის წინ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამქრალი იყო დისკუსია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით. კამპანია, ფაქტობრივად, საარჩევნო პროგრამების გაცნობის ნაცვლად, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებაში, ნეგატიურ გზავნილებსა და ოპონენტის დისკრედიტებაში გამოიხატებოდა

მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში შედარებით მეტად გაკეთდა აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინსტერსებზე, თუმცა
კანდიდატების დაპირებები ნაკლებად ეფუძნება დეტალურად გაანალიზებულ და სიღრმისეულად მომზადებულ პროგრამას.

კვლავ დაფიქსირდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების, სოციალური ქსელით აგიტაციისა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე ფაქტი.

მაგალითად, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა დ მუქარის ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. ქუთაისში, მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიერ ზეწოლის შემცველ კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის მიმართ, რასაც ორგანიზაცია და თავად დამკვირვებელი ზეწოლის მცდელობად აფასებს.

მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის მოახლოების კვალდაკვალ, კიდევ უფრო გაიზარდა მედიის პოლარიზაციის ხარისხი. კვლავ გრძელდება მედიასაშუალებების სახელისუფლებლო და ოპოზიციურად დაყოფის ტენდენცია.

2021 წლის 30 ოქტომბერს მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ხუთივე თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში მერის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, ხოლო, 24 საარჩევნო ოლქში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები აირჩევიან. მოქალაქეებმა 20 მერი და საკრებულოების 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიონ, რომელთაც პირველ ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერ მიიღეს - მერის არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ხოლო მაჟორიტარი წევრის არჩევნებში - არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 %-ზე მეტი. თითოეული პოზიციისთვის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩეულად ჩაითვლება ის, ვინც კონკურენტზე მეტ ხმას მიიღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.