ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსად არასამთავრობო ორგანიზაციის კადრი ინიშნება
FaceBook
ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსად "ქუთაისიპოსტი"-ს ინფორმაციით, "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის ორგანიზაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, პაატა კლდიაშვილი ინიშნება.

"ქუთაისიპოსტისთვის" ცნობილია, რომ პაატა კლდიაშვილმა ასოციაციის ხელმძღვანელობა უკვე ერთი კვირაა დატოვა.
სამსახურის უფროსად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, პაატა კლდიაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ოფიციალური შეთავაზებაა ჯერ არ მიუღია,  შესაბამისად, ვერც გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას ამ დროისთვის არც ქალაქის თვითმმართველობაში აკონკრეტებენ. ქუთაისის მერი, შოთა მურღულია "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს მხოლოდ იმას, რომ: "მალე წარვადგენ ახალ უფროს, რომელიც იქნება ძლიერი კადრი", - ამბობს შოთა მურღულია. თუ რამ განაპირობა ადგილობრივ თვითმმართველობაში საკადრო ცვლილებები, მურღულია ამბობს, რომ გადახალისება აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის პოსტი ვაკანტური 10 დღის წინ გახდა. აღნიშნული სამსახურის უფროსი, სოსო გაბრიჭიძე ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსად გადაიყვანეს.

ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.