ახალი ამბები
მუნიციპალიტეტები იმერეთში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება
FaceBook
30 ოქტომბერს,  იმერეთის რეგიონის სამ ქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ქუთაისი

ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში მმართველი პარტიის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მოუგო. 
2 ოქტომბერს ხმების ასე გადანაწილდა:  ხატია დეკანოიძემ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 43.335%,, ხოლო "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილს  - 41.45% ერგო.

წყალტუბო

წყალტუბოშიც არჩევნების მეორე ტური გაიმართება და გაარჯვებული კანდიდატი "ქართული ოცნების" წყალტუბოს მერობის კანდიდატს  გენადი ბალანჩივაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ზაზა მეტრეველს შორის უნდა გამოვლინდეს. პირველი ტურის შედეგები კი ასეთია:

ზაზა მეტრეველმა 42.546%;

გენადი ბალანჩივაძემ კი - 48.521%;

ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, 30 ოქტომბერს  ბაღდათის მერობისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა ენუქიძე  და "ნაციონალური მოძრაობის"   კანიდატი გიორგი რობაქიძე იბრძოლებენ. 

პირველ ტურში მათი შედეგები ასეთია: 

გიორგი რობაქიძემ ამომრჩეველთა ხმების 35.883% მიიღო, Ხოლო "ქართული ონების" მერობის კანდიდატმა Კახა ენუქიძემ - 49.533%.

იმერეთში პირველ ტურში გამარჯვება 9 მუნიციპალიტეტის მერმა მოიპოვა. ყველა მათგანი პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს.

ჭიათურა - გივი მოდებაძე

საჩხერე - ლევან ივანაშვილი

სამტრედია - დავით ბახტაძე

თერჯოლა - ლაშა გოგიაშვილი

ტყიბული - დავით ჩერქეზიშვილი

ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი

ხარაგაული - კობა ლურსმანაშვილი

ხონი - ლადო ჯურხაძე

ზესტაფონი - ვასილ გველესიანი. 

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი უნდა აერჩიათ, თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში მეორე ტური ჩატარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.