ახალი ამბები
"ჯერ მოაწესრიგეთ და შემდეგ დაგვაჯარიმეთ" - მგზავრების პროტესტი ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში შემოღებულმა ახალმა რეგულაციამ, რომელიც უბილეთო მგზავრების დაჯარიმებას ითვალისწინებს,  მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

მათი თქმით, გადახდის ახალი სისტემა მოუხერხებელია, საჭირო (10, 20, 50 თეთრიანი) მონეტები ყოველთვის არ აქვთ, აპარატი კი ხურდას არ აბრუნებს. ერთ ლარიანი მონეტით რამდენიმე ბილეთის შეძენა კი აზრს კარგავს, რადგან ყველა ბილეთი მგზავრობის თარიღის და დროის მითითებით იბეჭდება, რომელიც შემდეგი მგზავრობისთვის არ გამოიყენება. მგზავრები ასევე საუბრობენ აპარატის გაუმართაობაზე. მათი თქმით, გადახდის სისტემა მწყობრიდან გამოდის და აპარატში ბილეთიც ხშირად არ არის.

პრობლემებზე საუბრობენ ის მოქალაქეებიც, რომლებსაც სამგზავრო ბარათები აქვთ. მათი თქმით, "თიბისი ფეის" აპარატებით ანგარიშის შევსებას ვერ ახერხებენ.

"ჯარიმებზე რომ ხართ მომარჯვებული ჯერ აპარატები მოაწესრიგეთ და კარტაზე თანხის შეტანა შეგვეძლოს. ერთი კვირა მთელი ქუთაისი რომ შემოვიარე და ხარვეზი იყო ყველა აპარატთან", - ამბობს თეონა აქუბარდია.

"3 დღე ვიწვალეთ რომ ბარათზე ფული დაგვერიცხა. ცხელ ხაზზეც დავრეკეთ მაგრამ ამაოდ", - ამბობს თამილა ფესტვენიძე.

"გუშინ ავედი სამ ნომერ ავტობუსში და ფული ვერ ჩავაგდე. ძალიან შევწუხდი. ბევრი შემოვიდა და ვერცერთმა ვერ ჩააგდო, არ ღებულობდა. რომ მივმართე მძღოლს რა გავაკეთო, სად წავიღო თანხათქო, გაბრაზებული მიპასუხა: სახლში წაიღეო", - ამბობს მოქალაქე.


მოქალაქეები  ტრანსპორტის დაგვიანებასა და დარღვეულ გრაფიკზეც საუბრობენ. 








ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეთა დაჯარიმების შესახებ განცხადებაც გაავრცელა. განცხადების მიხედვით, მგზავრები, რომლებიც თანხას არ გადაიხდიან, 20 ლარით დაჯარიმდებიან, თუმცა, პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

"ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში ეტაპობრივად დამონტაჟდა ვალიდატორები და სალარო აპარატები . აპარატების მუშაობა მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში. პარალელურად, სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიმდინარეობს მგზავრების ინფორმირება და გაფრთხილება მგზავრობის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადახდის აპარატები ტესტურ რეჟიმში მუშაობს, ჯერჯერობით უბილეთო მგზავრების დაჯარიმება არ ხდება", - აცხადებენ კომპანიაში.
ქუთაისის მერიამ ახალი მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა იხადოს.

ქუთაისში სულ 10 საავტობუსო ხაზია, რომელზეც 60 ავტობუსი მუშაობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.