ახალი ამბები
ვისთვის იქნება გრიპის ვაქცინა უფასო
FaceBook
პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, ყველაზე მაღალ რისკჯგუფებს მიეკუთვნებიან ჯანდაცვის მუშაკები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

„ასევე, გრიპის ვაქცინა უფასოდ მიეწოდება C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აივ ინფიცირებულებს. ნებისმიერ 60 წელს ზემოთ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეუძლიათ მივიდნენ ამცრელ პუნქტებში. ანალოგიურად შეუძლიათ დიაბეტის მქონე პირებსაც.

გრიპის ვაქცინას უფასოდ მიიღებს ის კონტიგენტი, რომელიც დასაქმებულია მაღალი რისკის ზონაში. მაგალითად, სკოლის პედაგოგებს და ბაღის აღმზრდელებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ პუნქტებს და მიიღონ გრიპის ვაქცინა“, - აღნიშნავს ზახაშვილი.

ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და ამ პროცესის პირველი ეტაპის სამიზნედ განისაზღვრნენ დიალიზზე მყოფი პირები, ორსულები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი. ამ ეტაპზე საქართველოში გრიპის 43 ათასი დოზა ვაქცინაა შემოსული, ქვეყანა კიდევ 150 ათასზე მეტ ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ დევიზით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ დევიზით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.