ახალი ამბები
საგზაო მოძრაობის წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში მძღოლებს მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ
FaceBook
2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის.

სამართალდარღვევის შემთხვევაში, მძღოლის მართვის მოწმობას დარღვევის სირთულიდან გამომდინარე გამოაკლდება შესაბამისი რაოდენობის ქულები.

საგზაო მოძრაობის წესების ხშირად დარღვევის შემთხვევაში, როცა სამართალდარღვევა მძღოლის მხრიდან ასზე მეტი იქნება და  მძღოლის მართვის მოწმობა დავა 0 ქულამდე, რაც ჩაითვლება მართვის უფლების ჩამორთმევად და მძღოლს მოუწევს გამოცდის თავიდან ჩაბარება, როგორც თეორიული, ასევე – პრაქტიკული ნაწილის. შსს-ში აღნიშნავენ, რომ ეს გავრცელდება არა ვიდეოჯარიმებზე, არამედ – პატრულის პირდაპირი დაჯარიმების შემთხვევებზე.

ამასთან, საგზაო მოძრაობას პოლიცია ამოსაცნობი ნიშნების გარეშეც გააკონტროლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლმა პატრული, შესაძლებელია საერთოდ ვერ შენიშნოს. შსს-ში განმარტავენ, რომ დარღვევები რეალურ დროში მოქალაქესთან კონტაქტის გარეშე დაფიქსირდება.

რაც შეეხება მარჯვენასაჭიან მანქანებს, მათი დარეგისტრირება 2016 წლის მარტიდან აიკრძალება. შსს-ს ინფორმაციით, აიკრძალება საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც, რადგან ავტომობილების ამ კატეგორიას დიდი შანსი აქვს, ტექდათვალიერება ვერ გაიაროს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო
გამოავლინეს.
11:54 / 30.01.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან,
ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის
სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.
14:39 / 29.01.2026
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან, ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.