ახალი ამბები
საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა
FaceBook
საქართველოში ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდა.
“საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის  მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე ფასის მატებამ გამოიწვია.

როგორც მან აღნიშნა, ფქვილის ფასი დღესაც გაიზარდა და 1 ტომარა 73 ლარი ღირს. გარდა ამისა, მისივე თქმით, გადასახადებიც საკმაოდ მაღალია.

ამასთან, ბოლო დღეებში, ფასი გაიზარდა ზოგიერთ თონეშიც, სადაც პური 10 - 20 თეთრით არის გაძვირებული.

პურის გაძვირებაზე პურის მცხობელთა ასოციაციაში ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. როგორც მაშინ მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.

ამ დროისთვის პურის ფასი 0.95 ლარიდან იწყება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.