ახალი ამბები
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო ე.წ. „წითელი სიიდან“ ამოიღო
FaceBook
გაერთიანებულმა სამეფომ 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, მოგზაურობასთან დაკავშირებული ე.წ. „წითელი სიიდან“ ამოიღო.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბრიდან აღნიშნული 47 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის საკარანტინო სასტუმროში იზოლაციის გავლა საჭირო აღარ იქნება და მათ მხოლოდ პისიარ ტესტის პასუხს მოსთხოვენ. ტესტი ქვეყანაში ჩასვლის დღეს, ან მაქსიმუმ ორი დღის წინ უნდა გაიკეთონ.

გაერთიანებული სამეფოს „წითელ სიაში“ ამ დროისთვის 7 ქვეყანა რჩება.

შეზღუდვების გადახედვა ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი განახლება 28 ოქტომბერს განხორციელდება.

ცნობისათვის, 4 ოქტომბრიდან გაერთიანებულმა სამეფომ მოგზაურობასთან დაკავშირებული ე.წ. შუქნიშნების სისტემა გააუქმა და ახლა ქვეყნები მხოლოდ ორ კატეგორიად : „წითელ“ და „დანარჩენ მსოფლიოდ“ არიან დაყოფილები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა,
რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით
შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un
Design Award (ვაშინგტონი, აშშ) ოქროს პრიზი მოიპოვა.
11:02 / 19.06.2025
რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award (ვაშინგტონი, აშშ) ოქროს პრიზი მოიპოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის
გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს.
10:48 / 19.06.2025
გარემოს ეროვნული სააგენტო მაღალი რისკის სამი მუნიციპალიტეტისთვის გეოლოგიური საფრთხეების დეტალურ რუკებს მოამზადებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.