ახალი ამბები
"ნაცონალური მოძრაობა" სამტრედიაში ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს
FaceBook
სამტრედიაში, პარტია  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
"ნაციონალური მოძრაობის"  წარმომადგენლის მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, ოქმებში დისბალანსია.

"ბევრი ბიულეტენი, სადაც ჩვენ გვაძლევდნენ ხმას გაბათილებულია", - ამბობს მამუკა ბიბილეიშვილი.

ენმ-ის წევრის თქმით, მიღებული შედეგებით სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნულიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას ითხოვენ.

მამუკა ბიბილეიშვილის განმარტებით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 19 საჩივარი აქვთ შეტანილი. მისი თქმით,  თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, სასამართლოში გაასაჩივრებენ და  აქციებს  გამართავენ. 

სამტრედიაში მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოდა:

"ქართული ოცნება" - დავით ბახტაძე;

"ნაციონალური მოძრაობა" - მამუკა ბიბილეიშვილი;

"ლელო" - ბადრი კაპანაძე; 

"ევროპული საქართველო "- ჟუკიანა ფოფხაძე;

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით,  "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ხმების 32, 88 % (7528 ხმა ) ერგო, ხოლო "ოცნების" კანდიდატს - 59, 91 % ( 13 718 ხმა) აქვს მიღებული. 

ამ მონაცემების მიხედვით, სამტრედიაში მეორე ტური არ ინიშნება, რადგან  "ქართული ოცნების" კანდიდატმა  სამტრედიაში ამომრჩევლეთა ხმების 50% გადალახული აქვს. 

#54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძე ამბობს, რომ სამტერდიაში ხმების გადათვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"ეს აჟიოტაჟი არ ვიცი რას ემსახურება. სასამართლოს მიმართავენ თუ რას იზამენ ეგ უკვე მათი საქმეა", - ამბობს ნანა იმნაძე.

2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

ამომრჩევლებს 64 მერი და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრი (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) უნდა აერჩიათ. თუმცა, არასკმარისი ხმების გამო 20 ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებდა, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებდა. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.